მიმდინარე სეზონში „ნაპოლიმ“ იტალიის სერია A-ში პირველი თამაში ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით მოიგო. მე-2 ტურში ნეაპოლელებმა „ბოლონია“ მიიღეს და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავის ანგარიშზე პირველი გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა.
42-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსი მყოფმა კვარაცხელიამ თავით შორეული „ცხრიანისკენ“ გაგზავნა ბურთი, რომელიც ხარიხისა და გვერდითა ძელის კვეთას დაეცა. მსაჯის მიერ ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე კვარაცხელიამ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ გუნდის კაპიტანი დი ლორენცო გაიყვამა, რომელმაც ანგარიშით გახსნა – 1:0.
75-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარისკენ დაიძრა, როდესაც გზად ერთ მეტოქეს გაცდა დაახლოებით 22 მეტრიდან კარისკენ ზუსტად დაარტყა – 2:0. ამ ეპიზოდში ბურთი ვიდრე კარში აღმოჩნდებოდა, „ბოლონიას“ მცველს ფეხზე შეეხო.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კვარაცხელიამ სტუმართა საჯარიმოში ახალწვეული ნერეში მოძებნა, რომელიც ერთ მცველს გაცდა და პასი ჯოვანი სიმეონეს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი საბოლოო წერტილი დასვა.
ლაშა თაბაგარი
