მექვაბიშვილის პირველი გოლი რუმინულ კარიერაში

0
18

ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთში გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა. რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში კრაიოვას “უნივერისტატიამ”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის შინ “ბუზეუ” 5:1 დაამარცხა. მექვაბიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ 4:1 გახდა. მიმდინარე სეზონში “უნივერსიტატიაში” 5-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა. კრაიოველები 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ.
ლაშა თაბაგარი