სილვინიო ალბანეთის ნაკრების სათავეში დატოვეს

0
90

ალბანეთის ეროვნულ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ამ ქვეყნის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 50 წლის ბრაზილიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულება 2025 წლის დეკემბრამდე გააფორმა. ის ალბანელებს 2023 წლიდან ავარჯიშებს.
ასევე, ალბანეთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტები სილვინიოს თანაშემწეებთან დორივასთან და პაბლო საბალეტასთან დადო.
ალბანელები ევრო 2024-ზე ჯგუფში ესპანეთთან, იტალიასთან და ხორვატიასთან იყვნენ. სილვინიოს შეგირდებმა ქულა აიღეს – ხორვატიას დაუზავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ლიგის I ჯგუფში ალბანეთი საქართველოს ნაკრების მეტოქეა უკრაინასთან და ჩეხეთთან ერთად. ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს პირველ თამაშს შინ ჩეხეთთან ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემერს სტუმრად – ალბანეთთან.

ლაშა თაბაგარი