გიორგი კვერნაძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ფროზინონეს“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში სერია B-ში დაქვეითებული „ფროზინონე“ ამხანაგურ შეხვედრაში „ბარის“ შეხვდა და 3:4 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა და მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტად დაარტყა – 2:0.
კვერნაძე გასული სეზონი „ფროზინონეში“ იჯარით გაატარა და სერია A-ში 5-ჯერ ითამაშა. სეზონი დასრულების შემდეგ, იტალიურმა კლუბმა ახალგაზრდა ქართველი ფოთის „კოლხეთი 1913“-დან გამოისყიდა.
ლაშა თაბაგარი
