ხავიერ მასკერანო: „ეს ყველაზე დიდი ცირკია რაც ცხოვრებაში მინახავს“

0
24

არგენტინის ოლიმპური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ცირკი უწოდა პარიზის ოლიმპიადაზე მაროკოსთან მატჩის დროს განვითარებულ მოვლ;ენებს.
„ეს ყველაზე დიდი ცირკია, რაც ცხოვრებაში მინახავს“ – განაცხადა მასკერანომ.
სენტ-ეტიენში ჩატარებულ მატჩში არგენტინამ ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-16 წუთზე გაათანაბრა – 2“2. მომხდარმა მაროკოელი გულშემატკივრები გააღიზიანა და ისინი მოედანზე შეცვივდნენ. თამაში შეწყდა და ორი საათის შემდეგ განახლდა. თუმცა, ამ პაუზის დროს მსაჯმა კრისტიან მედინას გატანილი გოლი გადაამოწმა და თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. საბოლოოდ, შეხვედრა რომ განახლდა, მაროკოს 2:1 გამარჯვება ჩაუთვალეს.
ლაშა თაბაგარი