გიორგი მიქაუტაძე: “აქ ყველაფრის “დასანგრევად” მოვედი”

0
45

“ლიონში” გადასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგული კლუბის ტელეარხს ინტერვიუ მისცა.
გიორგი მიქაუტაძე: “აქ ყველაფრის “დასანგრევად” მოვედი! მქონდა ოცნება და ეს იყო ლიონში თამაში, ეს ოცნება ასრულდა, ახლა მუშაობის დროა. რა თქმა უნდა, მინდოდა ლიონში თამაში გამეგრძელებინა, მაგრამ გზები გაიყო, ალბათ, ეს ჩემთვის კარგიც იყო. რასაკვირველია, მორალურად ამან ზიანი მომაყენა, მაგრამ ალბათ ასევე დამეხმარა მენტალურად ჩამოყალიბებაში, ეს მოხდა პატარა ასაკში. მყავს მშობლები, რომლებიც დამეხმარნენ, რადგან რთულია საყვარელი კლუბის დატოვება, გარემოს შეცვლა. მქონდა სურვილი დავბრუნებულიყავი. თუმცა, მხოლოდ კარგი მომენტები დავიმახსოვრე და წინ ასე მივდიოდი.
სიამაყის მოტივია. არ მიყურებდნენ, მაგრამ არ დავნებდი, ვიბრძოლე და დავბრუნდი. ლიონიდან პატარა ბიჭი წავედი და კაცად დავბრუნდი. ველოდებოდი ლიონიდან ნიშანს და ეს ნიშანიც მოვიდა, ამიტომ ბედნიერი ვარ. ამის შესახებ ველაპარაკე ჩემს აგენტებს, მინდოდა დაბრუნება, რადგან აქ ჩემი ისტორია არ დამიმთავრებია.
კარგი იქნება, მეც ველოდები ლაკაზეტთან თამაშს. ცოტა ვილაპარაკეთ, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ის გამოცდილი, კარგი თავდამსხმელია, “ლიონის” შემდეგ “არსენალშიც”იყო და დაბრუნდა. ვეცდები, მისგან მაგალითი ავიღო, რადგან მაღალ დონის კარიერა აქვს. იმედი მაქვს, რომ კარგი დუეტი გვექნება. მის გვერდით თამაში ძალიან ლამაზი იქნება.
მე, ის, ბენზემა – ჩვენ თავდამსხმელები ვართ, მაგრამ მხოლოდ გოლის გატანაზე არ ვფიქრობთ, გოლები გაგვაქვს, თუმცა, სხვა საქმესაც ვაკეთებთ, ვიმარჯვებთ, საგოლე პასებს ვაკეთებთ, ეს არის ის, რითაც სხვა 9 ნომრებისგან განვსხვავდებით, ვცდილობთ სივრცეები თანაგუნდელებსაც შევუქმნათ.
“ლიონში” დაბრუნება ნამდვილად მინდოდა, მაგრამ თუ მწვრთნელი არ გამესაუბრებოდა და შეიძლება ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო. მას სურს, რომ ლაკაზეტი-მიქაუტაძის დუეტით ითამაშოს, შესაბამისად ჩემს ტრანსფერზე თანახმა იყო და ბედნიერი ვარ. ახლა უნდა ვიმუშაოთ.
ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდის განვაახლებ ვარჯიშს. ნელ-ნელა დავიწყებ და განვაახლებ, ვნახოთ, როდის მექნება ოფიციალური დებიუტი”.