„რიგასი“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
ლატვიის მოქმედმა ჩემპიონმა შინ ჩატარებულ პირველ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 3:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად 4:0 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტოში არც ამჯერად იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. სილაგაძე, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა ფანაცხადში ვერ მოხვდა.
„რიგასს“ მეორე ეტაპზე სერიოზული მეტოქე ჰყავს ნორვეგიის „ბოდო გლიმტის“ სახით. პირველი შეხვედრა ნორვეგიაში 23 ივლისს ჩატარრდება, ხოლო საპასუხო ლატვიაში – 30 ივლისს.
ლაშა თაბაგარი
