ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასაში მოასპარეზე „კრაკოვიას“ კაპიტნად დანიშნეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახუე იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი კრაკოველთა შემადგენლობაში 2021 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 74 მატში 7 გოლი გაიტანა. მან გასულ სეზონშიც გუნდს რამდენჯერმე უკაპიტნა.
29 წლის უკანახაზელმა მაისში „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. კაკაბაძე ჩვენი ეროვნული გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 65 მატჩი ჩაატარა. განვლ;ილ ევრო 2024-ზე ოთარმა ოთხივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
