შენგელიას თავდადება და არასაკმარისი მოგება ფილიპინებთან

0
69

ამოცანა ძალიან რთული იყო სერბი სპეციალისტის ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს მეტოქე მინიმუმ 19 ქულიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა. ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო მატჩი და  მეორე მეოთხედის შუაში 20 ქულითაც (40:20) ვიგებდით…
სამწუხაროდ შემდეგ იმატა შეცდომებმა, რაც ფილიპინელებმა არ გვაპატიეს და არათუ შეამცირეს სხვაობა, მესამე პერიოდის ბოლოს წინაც გავიდნენ – 71:70.
მეოთხე მეოთხედში ჩვენი გუნდი მუდმივად წინ იყო, თუმცა ჩანდა, რომ მიზანს ვეღარ მივაღწევდით – საქართველოს ნაკრებმა დაკარგა მუხტიც და საბოლოოდ – ოლიმპიადაზე გასვლის შანსიც.
აღსანიშნავია ჩვენი ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას თავდადება – გუნდის ინტერესიდან გამომდინარე მან სერიოზული ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშა.

ფილიპინები – საქართველო 94:96 (17:28, 26:27, 31:19, 20:22)
ფილიპინები: ნიუსამი (13), ფაჰარდო (6), რამოსი (16), ბრაუნლი (28+8 მოხსნა+8 პასი, მატჩის MVP), სოტო (4); პერესი (14), ოფტანა (4), აგილარი (2), ქუიამბაო, ტამაიო (7);
საქართველო: ანდრონიკაშვილი (5), ტომასონი (14), მამუკელაშვილი (26+7 მოხსნა), შენგელია (17+7 პასი), ბითაძე (21+9 მოხსნა); ჯინჭარაძე, ფევაძე, სანაძე (13), ოჩხიკიძე, ლონდარიძე, კორსანტია.