ვილი სანიოლი: “ჩეხეთი ძალიან გამოცდილია და განსხვავებული თამაში იქნება”

0
32

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მაიჩნია, რომ ჩეხეთთან უფრო განსხვავებული მატჩი იქნება, ვიდრე თურქეთან დაპირისპირება იყო. მან ამის შესახებ 22 ივნისს ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში F ჯგუფში ჩეხებთან თამაშამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ილი სანიოლი: “თურქეთთან განსაკუთრებული ემოციების შეხვედრა იყო, საინტერესო რაღაცებიც ვაჩვენეთ. გუნდმა კარგად დაისვენა და ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს იქნება განსხვავებული თამაში, ჩეხეთი ძალიან გამოცდილია, სხვა სტილი აქვს და მარტივი არ არის მის წინააღმდეგ თამაში, რადგან ძლიერი ნაკრებია და საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. თურქეთის წინ ორიენტირებული საკუთარ თავზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა – მთავარი ჩვენი თამაშია.
ჩვენს მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ, ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, ვიცით მათი სიძლიერე და სისუსტე, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. როგორც ხშირად ვამბობ, საქართველოს ნაკრების პრობლემა არ არის მეტოქე, არამედ დისციპლინით თამაში. თუ დისციპლინით ვთამაშობთ, მაშინ კარგი თამაშიც გამოგვდის.
ახლა შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი. ხანდახან საჭიროა ცვლილებები, ახალი ენერგია. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი უნდა გამოვიყენოთ, რათა უკეთესები გავხდეთ, რომ მომავალში მეტს მივაღწიოთ. ამიტომ, თუ მხოლოდ 11 ფეხბურთელს იყენებ, ეს არ არის დადებითი. ვფიქრობ, შესაძლოა იყოს რაღაც ცვლილებები, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი.
ხალხი ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგს მეტი შემართება აქვს, ზოგს – მეტი. მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებული, რადგან როდესაც მხოლოდ შედეგს უყურებ, ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნები. მნიშვნელოვანია გაანალიზო შენი თამაში, რა გამოგივიდა, რა – არა, რომ გაიმეორო დადებითი რაღაცები, ხოლო შეცდომებზე იმუშაო და გამოასწორო, მეც ასე ვმუშაობ. ცხადია, გული დაგვწყდა, როდესაც ასეთი თამაში წავაგეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთვის გულდაწყვეტა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
მეკარის საჯარიმოში ჩასვლა? მას ჰქონდა ამის გაკეთების უფლება, რადგან ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი ჩვენი მხრიდან, მაგრამ თურქეთისთვისაც, რადგან შესაძლოა გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც კარგად უნდა დაიცვა და პირიქით. ივან ჰაშეკს ძალიან კარგად ვიცნობ, საფრანგეთში ჩემს საყვარელ გუნდში მუშაობდა, დიდ პატივს ვცემ და კარგად შევხვდები”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად “ათიანისთვის” ჰამბურგიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთან ასოციაციას