საფეხბურთო კლუბი “თელავი” ხუთ ფეხბურთელს დაემშვიდობა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ჯერჯერობით, 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა, თუმცა წამსვლელთა სიას რამდენიმე კიდევ დაემატება. ამ ეტაპისთვის გუნდი სტეფან ბუკორაცმა, რუბენ ოლივეირამ, მაქსიმ მაიროვიჩმა, რუსტამ ხალნაზაროვმა და მუხრან ბაგრატიონმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად უკვე დატოვეს.
რაც შეეხება ნამატს, გეტყვით, რომ ჩვენთან უკვე ვარჯიშობს არაერთი პოტენციური ახალწვეული და მათ ვინაობას უახლოეს პერიოდში გავასაჯაროვებთ”.
ლაშა თაბაგარი
