კვარაცხელია პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძვირადღირებულია

0
39

Transfermarkt პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა დროის ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს.
საქართველოს ეროვნული გუნდის და „ნაპოლის“ თავდამსხმელის ღირებულება 85 მილიონი ევროა.
მეორე ადგილი უკრაინის ნაკრების და „ჩელსის“ ფორვარდი მიხაილო მუდრიკია, ხოლო მესამეზე ასევე უკრაინელი ანდრეი შევჩენკო, რომლის ფასი 2006 წელს „მილანში“ თამაშის პერიოდში 51 მილიონი ევრო იყო.
ხუთეულში ლონდონის „არსენალის“ უკრაინელი მცველი ალექსანდრ ზინჩენკო (42 მილიონი ევრო) და მილანის „ინტერის“ სომეხი ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი (37 მილიონი ევრო) შედიან.
ლაშა თაბაგარი