„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კლუბში მის მიმართ დამოკიდებულებით კმაყოფილია.
„ნაპოლიში“ ვგრძნობ, რომ მაფასებენ. ხალხი ვინც კლუბში ჩემს ირგვლივ ტრიალებს მხარს მიჭერს. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, რადგან მსურს იმ ხალხის იმედი გავამართლო, რომლებსაც ჩემი სჯერათ. ბევრს ვვარჯიშობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გულშემატკივრები კმაყოფილი იყვნენ“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
