ობამეიანგი ევროპა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

0
36

„მარსელის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ევროპა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს,, იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
განვლილ გათამაშებაში 34 წლის გაბონელმა ფორვარდმა 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. „მარსელი“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში მომავალ გამარჯვებულ ბერგამოს „ატალანტასთან“ (1:1, 0:3) დამარცხდა.
ობამეიანგი ფრეანგულ კლუბში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის. მას „მარსელთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი