ფლორიან ვირცი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

0
29

გერმანიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირცი დაასახელეს, რის შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
განვლილ სეზონში 21 წლის ვირცმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ვირცის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.
„ბაიერი“ არსებობის ისტორიაში გერმანიის ჩემპიონი პირველად გახდა და არცერთი თამაში წაუგია. გარდა ამისა, ლევერკუზენელები გერმანიის თასის ფინალში მეორე ბუნდესლიგის „კაიზერსლაუტერნს“ დაუპრისიპირდებიან, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში იტალიის ბერგამოს „ატალანტას“, მიმდინარე სეზონში ხაბი ალონსოს შეგირდები ჯერ არცერთ ტურნირში დამარცხებულან.
ლაშა თაბაგარი