ფაბიო კანავარო „უდინეზეს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 50 წლის სპეციალისტი ბოლოს სერია B-ს ბინადარ „ბენევენტოში“ მუშაობდა, რომლიდან გასული წლის თებერვალში დაითხოვეს.
მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი კანავარო „ბენევენტომდე“ ჩინეთის „გუანჯოუს“, „ტიანძინს“, ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს და საუდის არაბეთის „ალ-ნასრს“ წვრთნიდა,
„უდინეზე“ 28 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და კანავაროს მიწვევის მთავარი მიზეზი გუნდისთვის სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა.
ლაშა თაბაგარი
