ლოჩოშვილმა შეცვლაზე ითამაშა, ქოჩორაშვილის ორი ტაიმი

0
25
REGGIO NELL'EMILIA, ITALY - MARCH 06: Luca Lochoshvili of US Cremonese in action during the Serie A match between US Sassuolo and US Cremonese at Mapei Stadium - Citta' del Tricolore on March 06, 2023 in Reggio nell'Emilia, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

იტალიის სერია B-ს 34-ე ტურში „კრემონეზე“ „კატანძაროს“ ეწვია და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სტუმრების სასტარტოში არ იყო და თამაშში მე-13 წუთზე ტრავმირებული რავანელის ნაცვლად ჩაერთო. „კრემონეზე“ სერია A-ში გადასვლისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლო პერიოდსი არასტაბილურად გამოიყურება და 60 ქულით 20 გუნდში მე-4 ადგილზე დაქვეითდა.
„სპეციამ“ „სამპდორია“ მიიღო და გოლი არც ამ მატჩში გასულა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი ივა გელაშვილი მასპინძლების თადარიგში იყო, მაგრამ არც ამჯერად ათამაშეს. „სპეცია“ 36 ქულით 20 გუნდში მე-17 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურში „ლევანტემ“ გასვლაზე სანტანდერის „რასინგთან“ 0:0 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ლევანტელთა შემადგენლობაში მოედანზე 2 ტაიმი გაატარა. „ლევანტე“ 52 ქულით 22 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი