იტალიის „რომას“ მომავალ სეზონშიც დანიელე დე როსი გაწვრთნის. ამის შესახებ რომაული კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„დადებითი გავლენა, რომელიც მან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხანმოკლე ყოფნის პერიოდში კლუბზე მოახდინა, თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. დანიელე გუნდს პატივისცემით და გაბედულებით ხელმძღვანელობს, ხოლო მისი ძალა და კლუბისადმი ღრმა რწმენა ნამდვილად შეესაბამება „რომას“, ქალაქისა და გულშემატკივრების ფასეულობებს“.
იტალიის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი „რომას“ სათავეში იანვარში ჩაუდგა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით „რომამ“ ყველა ტურნირში 17 მატჩი ჩაატარა – 12 მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და ორჯერ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი
