ხვიჩა კვარაცხელიასთვის ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან შედარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამავე დროს „სიგიჟეცაა“.
„მარადონა? ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩე3მი აზრით სიგიჟეა, როდესაც არსებობს ხალხი, რომლებიც მას მადარებენ ან ცდილობენ ეს გააკეთონ.
რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს სიამოვნებაა. ძალიან მსიამოვნებს იმ გუნდში ყოფნა, სადაც მარადონა თამაშობდა. მანამდე, ვიდრე აქ ჩამოვიდოდ, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მისთვის ის კერპი გახლდათ“ – იუწყება კვარაცხელიას ნათქვამს ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
23 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





