არაბიძის შოუ „კოლხეთთან“

0
38

გიორგი არაბიძემ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ შინ ფოთის „კოლხეთი“ სწორედ თავისი ლიდერის წყალობით დაამარცხა.
მატჩის 27-ე წუთზე „ტორპედოს“ კონტრშეტევის დროს გიორგი არაბიძემ დაახლოებითთ 26-27 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა – 1:0. 35-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში შეჭრილი რუსი ფორვარდი კირილ კლიმოვი მცველმა ცოტნე ნადარაიამ წააქცია და მატჩის მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტი დანიშნა, ხოლო წესის დამრღვევი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა. საბა ფირანაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ფოთელთა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა შორი მანძილიდან გაგზავნა მეტოქის კარშ ბურთი, რომელიც სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია, ხოლო კლიმოვმა ზუსტად დაამატა – 1:2. 69-ე წუთზე არაბიძემ მეტოქის ნახევარზე მიიღო ბურთი და მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეული სამ მეტოქის გასცდა, რის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – უკრაინელმა დანილო რიაბენკომ უკუაგდო ბურთი, რომელსაც ლაშა შერგელაშვილმა თავით კარში ადგილი მიუჩინა.
„ტორპედოს“ გამარჯვება მატჩის გმირმა არაბიძემ მოუტანა, რომელმაც 79-ე წუთზეე დაახლოებით იმავე მანძილიდან, რაც პირველი გოლის დროს, ბურთი „ცხრიანში“ ჩასვა – 3:2.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი „ტორპედო“ 9 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა, ხოლო დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ 8 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ტორპედო 3:2 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი