ნეიმარი შესაძლოა 2025 წელს „სანტოსში“ დაბრუნდეს

0
97

საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა, მომავალ წელს მშობლიურ „სანტოსში“ დაბრუნდეს, რათა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის უკეთესად მოემზადოს, იუწყება UOL
ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა აქვს ნეიმარის მშობლებთან, რომლებსაც შეუძლიათ ამ ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარონ. |
მიმდინარე სეზონში 32 წლის ნეიმარმა „ალ ჰილალსი“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა, შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და მკურნალობს. ის სეზონის დაწყების წინ შეუერთდა არაბულ კლუბს, რომელთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს უმთავრდება.
ლაშა თაბაგარი