“დინამოს” საშინაო ფრე ერთ-ერთ აუტსაიდერთან

0
44

თბილისის “დინამოსთვის” კრისტალბერთ ეროვნული ლიგის მე-5 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა. ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილებმა გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდცერ “სამტრედიას” უმასპინძლეს და მხოლოდ ქულას გამორჩნენ. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას და ექიმ დავით ხარაბაძეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ფეხბურთელებმა საპატიო კორიდორის მოწყობით მიულოცეს.
ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არეანაზე” 46-ე წუთზე ანგარიში ავღანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ომრან ჰაიდარმა გახსნა, რომელმაც რევაზ ინჯგიას პასი გამოიყენა. “დინამომ” ქულა 88-ე წუთზე გადაარჩინა, როდესაც ლიეტუველმა დანიელ რომანოვსკიმ ვახტანგ სალიას გადაცემის მერე ანგარიში გაათანაბრა.
“დინამო” 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილი “სამტრედია” 3 ქულით მეცხრეა.
დინამო თბ 1:1 სამტრედია 
“გაგრამ”, რომელსაც გიორგი ონიანი თავკაცობ წყალტუბოს “სამგურალი” მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. წყალტუბოელებში დებიუტი ვატო არველაძეს და გეგი გეგუჩაძეს ჰქონდათ. “გაგრა” 4 ქულით მე-7 ადგილზეა, მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა “სამგურალმა” კი 2 ქულა დააგროვა და ბოლოა.
გაგრა 0:0 სამგურალი
ლაშა თაბაგარი