კვერკველიას გუნდი კონკურენტთან დამარცხდა

0
36

მიუხედავად იმისა, რომ საბა კვერკველიამ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ერთა ლიგის C ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან და ფინალში საბერძნეთთან შეუცვლელად ითამაშა, კლუბში არ დაასვენეს და საუდის არაბეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ალ ახდუდის“ სასტარტოში იყო.
მისი გუნდი სატურნირო ცხრილში უშალო კონკურენტთან შინ „ალ რაედთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. „ალ ახდუდს“ 24 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი