ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა „ნაპოლიში“ ამჟამინდელ ხელფასზე სამჯერ მეტი მიიღოს, იუწყება Calciomercato.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად, მხარეებს ხელშეკრულების ვადაზე და გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმება დარჩათ. იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დღესდღეობით წელიწადში 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და შანსი აქვს ეს თანხა 4,5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 38 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





