შერმადინმა არვიდას საბონისის რეკორდი მოხსნა

0
13

გიორგი შერმადინმა ევროპის ეცროპაში საუკეთესო ესპანეთის საკალათბურთო ლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი ტურის MVP მეოცედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია.
შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურში იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო ანდორასთან სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, ხოლო მისი სარგებლიანობის ინდექსი, რომელმაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ის ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. ანუ 1 სრული წელიწადი (თვეები რომ გადავაბათ) ის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩის საუკეთესო იყო საშუალოდ.
აქვე დავძენთ შერმადინის კიდევ ერთ და ალბათ ყველაზე პრესტუჟულ შედეგს: ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გახდა.