მაურიციო სარი „ლაციოდან“ გაუშვეს

0
70

მაურიციო სარი „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ რომაული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება. მის ნაცვლად დროებით თავკაცად ჯოვანი მარტუშიელო დანიშნეს.
სარის კარისკენ მას მერე მიუთითეს, რაც „ლაციომ“ ზედიზედ ოთხი თამაში წააგო – იტალიის ჩემპიონატში ფიორენტინასთან“ (1:2), „მილანთან“ (0:1) და „უდინეზესთან“ (1:2), ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ბაიერნთან“ საპასუხო დაპირისპირებაში 0:3.
65 წლის სარი „ლაციოს“ 2021 წლიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 137 მატჩიდან 65 მოიგო, 30 ფრედ დაასრულა და 42 წააგო.
ლაშა თაბაგარი