ცხადაძე სამუშაოდ აზერბაიჯანში დაბრუნდა

0
54

კახა ცხადაძე აზერბაიჯანის პრემიერლიგის გუნდის “გაბალას” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავკაცმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი თანაშემწ გიორგი ჩიხრაძე იქნება. მისთვის აზერბაიჯანში მუსაობა უცხო არაა, რადგან 2008 წელს ბაქოს “სტანდარდს” ავარჯიშებდა, ხოლო 2009-2014 წლებში ბაქოს “ინტერს”. მისი ხელმძღვანელობით “ინტერი” 2009-2010 წლების სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.
ნახსენები გუნდების გარდა, ცხადაძე თბილისის “ლოკომოტივს”, თბილისის “დინამოს”, ბოლნისის “სიონს”, ყაზახეთის “ქაირათს”, “ორდაბასის”, “კასპიის” და ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი