ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა

0
80

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.|
„ბიჭებო მოკლედ გეტყვით: მე ისევ ვითამაშებ გერმნიის ნაკრებში. რატომ? იმიტომ, რომ ამის შესახებ ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მთხოვა. კარგი განწყობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრები ევრო 2024-ზე გაცილებით მეტს მიაღწევს, ვიდრე გულშემატკივრების უმრავლესობას ამის იმედი აქვს“ – დაწერა 34 წლის კროოსმა სოციალურ ქსელში.|
კროოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ 2021 წლის ზაფხულში განაცხადა, როდესაც ევრო 2020 დასრულდა. მან ბუნდესნაკრებში ჩატარებულ 106 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი