ანდრეს კარასკო: “თავდასხმაში უკეთესად უნდა ვითამაშოთ”

0
47

თბილისის “დინამოს” ესპანელი მთავარი მწვრთნელის ანდრეს კარასკოს განცხადებით, ცდილობს შექმნას გუნდი, რომელიც ცოტა გოლს გაუშვებს და თავდასხმაში თამაში გასაუმჯობესებელია. მან ამის შესახებ თურქული შეკრების დასრულების შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.
ანდრეს კარასკო: “შეკრება საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა. იყო როგორც ცუდი, ასევე კარგი შედეგები, მაგრამ გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა მას შემდეგ, რაც ბირთვი ვიპოვეთ. ბევრი ახალგაზრდა გვყავდა „დინამო თბილისის“ აკადემიიდან. ასევე, მათთან ერთად სინჯებზე იმყოფებოდნენ ფეხბურთელები, რომელთაც ადაპტაციის გასავლელად დრო სჭირდებათ.
შეკრებას დადებითად შევაფასებ. გუნდში განწყობა ყოველდღიურად უმჯობესდება. ზოგადად, ვცდილობთ, შევქმნათ გუნდი, რომელიც ცოტა გოლს გაუშვებს. რაც აუცილებლად გვჭირდება, ეს თავდასხმაში უკეთესად თამაშია.
ჩვენთან არიან შესანიშნავი ფეხბურთელები – სალია, სიხარულაშვილი, რომანოვსკი, სანტისი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთამაშე, რომელიც ერთი ერთზე თამაშით მოედანზე უპირატესობას შექმნის, ასევე, ვეძებთ ფორვარდს. სხირტლაძის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე ტექნიკური და მაღალი დონის მოთამაშე საჭიროა“.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი სტარტს პირველ მარტს აიღებს, ხოლო “დინამო” 2 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი