სტივ კინი: “გიორგი არაბიძის შესაძლებლობები უსაზღვროა”

0
45

ქუთაისის “ტორპედოს” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ესპანურ შეკრებაზე დასკვნით ამხანაგურ მატჩში “ვილიარეალი B”-სთან გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის თამაში შეაფასა:
“ის, რაც დღეს პირველ ტაიმში ვიხილე, შთამბეჭდავი იყო: პრესინგი, ბურთის კონტროლი… ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით. ეს ასეც უნდა იყოს: გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდებათ.
რისი მიღებაც გვსურდა ამ შეკრებიდან, მივიღეთ. ერთმანეთი უკეთ გავიცანით, გუნდი მატჩიდან მატჩამდე უფრო გაიზარდა… მაგრამ ეს ჯერ არ არის ჩვენი 100%. არც ისე დიდი ხანია, რაც ერთად ვიმყოფებით და მცირე დრო კიდევ გვჭირდება. პროცესია, უფრო მოვუმატებთ.
გიორგი არაბიძეს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ახლა კიდევ მოუმატა. არ უნდა გაჩერდეს, ბევრად მეტი შეუძლია. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
მსურს, თითოეული მოთამაშე გამოვარჩიო, რომელმაც ჩვენთან ერთად ეს შეკრება გაიარა და თავდაუზოგავად იშრომა. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა”.
ლაშა თაბაგარი