ბათუმის “დინამო” ლატვიის ვიცეჩემპიონთან დამარცხდა

0
42

ბათუმის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შარშანდელი გამარჯვებული ლატვიის ვიცეჩემპიონ “რიგას” შეხვდა და 0:3 დამარცხდა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებს ჯერ მეორე თურქულ შეკრებაზე თამაში არ მოუგიათ – “რიგასის” გარდა, უკრაინის “კოლოსთან” 1:3 წააგეს. “ჩერკასთან” 0:1 დამარცხდნენ, ხოლო “ზორიასთან” 2:2 ითამაშეს. საქართველოში დაბრუნებამდე “დინამო” კიდევ ერთ სპარინგს ჩაატარებს და მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი