“ნაპოლიში” მაცარის კალცონა შეცვლის

0
49
იტალიური მედიის ინფორმაციით ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონასთან” შინ გასამართი პირველი თამაშის შემდეგ”ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი თანამდებობას დატოვებს და  მის ადგილს სლოვაკეთის ეროვნული გუნდის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დაიკავებს, რომელიც კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს. 55 წლის იტალიელი სპეციალისტი “ნაპოლიში” და ნაკრებში მუშაობას ერთმანეთს შეუთავსებს. ის სლოვაკებს ამხანაგურ მატჩებში და ევრო 2024-ზე უხელმძღვანელებს.
კალცონა ადრე უკვე მუაობდა “ნაპოლიში” ლუჩანო სპალეტის ასისტენტად, ხოლო შემდეგ ტექნიკის განვითარების მწვრთნელად. ასევე, მას “კალიარიში”, “ემპოლიში”, “სორენტოში”, “ალესანდრიაში” და “პერუჯაში” მეორე მწვრთნელად უმუშავია.
“ნაპოლი” მიმდინრე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელს ემშვიდობება. მანამდე, მაცარიმ ფრანგი რუდი გარსია შეცვალა.
ლაშა თაბაგარი