კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა

0
46

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში შინ „ჯენოასთან“ მატჩში ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო. მან მარცხენა ფლანგზე არაერთი დრიბლინგი განახორციელა და მეტოქის საჯარიმოში სახიფათოდაც ჩააწოდა. მასპინძლები რომ მარცხს გადაურჩნენ, ქართველის ფეხბურთელის დიდი დამსახურებაა.
შეხვედრის დებიუტში კვარაცხელიამ „ჯენოას“ საჯარიმოში ერთი მცველი ორჯერ მოატყუა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა. მან პირველი ტაიმში ყვითელი ბარათიც მიიღო, რადგან პრეტენზია გამოთქვა მსაჯის მიმართ, რომელმაც ქართველი გარემარბის წინააღმდეგ გენუელი მცველის უხეშობას ყურადღება არ მიაქცია.
მეორე ტაიმი დასაწყისში „ჯენოას“ კონტრშეტევის დროს ბრაზილიელმა მცველმა ნათანმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც საჯარიმოს ხაზიდან შეუჩერებელი დარტყმით კარში ადგილი ფრენდრუპმა მიუჩინა 0:1.
მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და სტუმართა მეკარემ ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. 90-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ოლივერამ „ჯენოას“ საჯარიმოში ჩააწოდა და დი ლორენცომ თავით პასი შეცვლაზე შესულ ნგონგს გაუკეთა, რომელმაც შემოტრიალებით ზუსტად დაარტყა – 1:1.
„ნაპოლი“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი