ბათუმის “დინამომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგის გუნდ “ჩერკასისთან”ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით წააგო. 70-ე წუთზე ბათუმელთა მცველები თავის საჯარიმოში უხეშად შეცდნენ და იგორ ნაუმეცმა შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი შეკრებაზე მომდევნო სპარინგს ლატვიის “რიგასთან” ჩაატარებს.
“ჩერკასთან” შეხვედრამდე ბათუმელებმა “კოლოსთან” 1:3 წააგეს, ხოლო “ზორიასთან” 2:2 ითამაშეს.
ლაშა თაბაგარი





