სტივ კინი: “შედეგი უმნიშვნელოა, მთავარია სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”

0
54

ესპანეთში შეკრებაზე მყოფი ქუთაისი “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა სტივ კინმა ნორვეგიის “სტაბეკთან” და “ჰერკულესთან” ჩატარებული ამხანაგური მატჩები შეაფასა:
“დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ამ სტადიონზე ვიყავი. წლების წინ აქ “სოსიედადთან” ერთად ჩამოვედი, დღეს – “ტორპედოსთან”. სასიამოვნოა აქ დაბრუნება და კარგი თამაში.
“სტაბეკთან” პირველი ამხანაგური მატჩი განსხვავებული იყო. ფიზიკურ ნაწილში მეტოქე ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული, მაგრამ შეკრების მთავარი მიზანიც ეს არის: შედეგი უმნიშვნელოა, მთავარია ფიზიკურად სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. დღეს ვარჯიშები ბევრად დატვირთული გვაქვს, ვიდრე მანამდე.
“ჰერკულესთან” შეხვედრა განსხვავდებოდა. ზოგადად, თითოეული მატჩი გაკვეთილია. დღეს, როცა გოლი გავიტანეთ, აქცენტი ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ; ფიზიკურ ორთაბრძოლებზე მეტად ტექნიკური თამაში იყო.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელი კარგად მოემზადოს. ამხანაგურ შეხვედრებში დროს ყველა მიიღებს – იმ პირველ ოთხ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც სანაკრებო პაუზამდე გვექნება. 100%-ით მზად უნდა ვიყოთ”

ლაშა თაბაგარი