კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს

0
52

იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს იუწყება სააგენტო Yonhap.
გერმანელ სპეციალიტს კარისკენ მას მერე მიუთითეს, რაც კორეელები აზიის თასის გათამაშების ფინალში ვერ გავიდა. კლინსმანი შეგირდები ნახევარფინალში იორდანიათან 0:2 დამარცხდნენ.
59 წლის კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებს 2023 წლის თებერვლიდან ავარჯიშებდა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი კარიერის დასრულების შემდეგ, კორეაში მუშაობის დაწყებამდე ბუნდენაკრებს, მიუნხენის “ბაიერნს”, აშშ-ს ეროვნულ გუნდს და ბერლინის “ჰერტას” ავარჯიშებდა.

ლაშა თაბაგარი