ბათუმელები დამარცხდნენ – დემჩენკო გააძევეს

0
48

ბათუმის “დინამომ” მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური თამაში უკრაინის “კოლოსთან” ჩაატარა და 1:3 წააგო. უკრაინელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს, როდესაც კონტრშეტევის დროს “კოლოსის” ფეხბურთელი მეკარესთნ პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა. საქართველოს ჩემპიონიდან საპაუხო ბურთი ჟან ვიქტორმა გაიტანა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი გიორგი წიტაიშვილი პასი გამოიყენა. “კოლოსი” შესვენებამდე ისევ დაწინურდა – მეორე გოლიც პირველი მსგავსად ბათუმელთა დაცვის ცენტრლური ზონის “ჩავარდნის” მერე გავიდა, როდესაც უკრაინელი მოთამაშე “დინამოს” მეკარესთან ისევ პირისპირ გავიდა. პირველი ტაიმში მსაჯმა ბათუმელთა უკრინელი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გააძევეს.
შესვენების მერე “კოლოსმ” კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, როდესაც კონტრშეტევის დროს უკრაინელმა მოთამაშემ მეკარისგან ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. “დინამოში” მეორე ტაიმში უკრაინელმა მცველმა ევგენი ჩიგოვეცმა ითამაშა, რომელიც ისინჯება.
“დინამო” მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 14 თებერვალს ლუგანსკის ზორიასთან გამართავს.
ლაშა თაბაგარი