საქართველო ნაკრების მეტოქეები ერთა ლიგაში ცნობილია

0
65

ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. დღეს, პარიზში გამართულ კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი B ლიგის 1 ჯგუფში ჩეხეთს, უკრაინას და ალბანეთს შეხვდება. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს მანამდე ჩეხეთთან ოფიციალური ან ამხანაგური მატჩი არასოდეს ჩაუტარებია.
პარიზში იმყოფებოდნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
კენჭისყრაში სპეციალური სტუმრების სტატუსით ლატვიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მარიან პახარსი, საბერძნეთის ნაკრები ექნახევარმცველი გეორგიოს კარაგუნისი, სერბეთის ნაკრების ყოფილი მარცხენაფლანგელი ალექსანდერ კოლაროვი და ესპანეთის ნაკრების ექსნახევარმცველი ხუან მატა მონაწილეობდნენ რომლებიც უეფას გენერალური მდივნის თანაშემწე ჯორჯო მარკეტის ეხმარებოდნენ.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, ხოლო 2025 წლის ივნისში ოთხთა ფინალი შედგება, რომელშიც ტურნირის გამარჯვებული გაირკვევა.
ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების განრიგი:
2024 წელი:
I ტური: 5-7 სექტემბერი.
II ტური: 8-10 სექტემბერი
III ტური: 10-12 ოქტომბერი
IV ტური: 13-15 ოქტომბერი
V ტური: 14-15 ნოემბერი
VI ტური: 17-19 ნოემბერი
პლეი-ოფების წილისყრა: 2025 წლის ნოემბერი.
პლეი-ოფები: 2025 წლის 20-25 მარტი.
A ლიგის 1/4-ფინალები: 2025 წლის 20-25 მარტი.
ოთხთა ფინალი: 2025 წლის 4-8 ივნისი.
ერთა ლიგის 1/2-ფინალები 4-5 ივნისს ჩატარდება, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი კი – 8 ივნისს.
A ლიგის 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი (გამარჯვებული, მეორეადგილოსანი) გავა 1/4-ფინალში, საიდანაც გაირკვევა ფინალური ოთხეულის მონაწილე.
A და B ლიგის ბოლოადგილოსნები ავტომატურად დაქვეითდებიან შესაბამის დივიზიონებში, ხოლო B, C და D ლიგების გამარჯვებულები ავტომატურად აღზევდებიან შესაბამის დონეზე.
C ლიგის ოთხი ჯგუფიდან ორი ბოლოადგილოსანი (ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით) D დივიზიონში დაქვეითდება.
სიახლეა მეორე-მესამეადგილოსნებთან დაკავშირებით. მე-3 ადგილზე გასვლა აღარ არის გარანტია, რომ გუნდი არ დაქვეითდება. A ლიგის მესამეადგილოსნები B ლიგის მეორეადგილოსნებს დარჩენა/აღზევების ორმატჩიან (შინ და გარეთ) პლეი-ოფში ითამაშებენ. იმავე სახის თამაშები იქნება B ლიგის მესამეადგილოსნებსა და C ლიგის მეორეადგილოსნებს შორის. ასევე პლეი ოფი იქნება C ლიგის ორ საუკეთესო ბოლოადგილოსანსა და D ლიგის მეორეადგილოსნებს შორის.
ეს სიახლე მარტში იმ ნაკრებების რაოდენობას გაზრდის, რომელთაც პლეი ოფი ექნებათ სათამაშო, შესაბამისად, ისინი ვერ დაიწყებენ მუნდიალი 2026-ის შესარჩევ ციკლს. დანარჩენები კი ჩვეულებრივად დაიწყებენ აღნიშნულ ტურნირს.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის ევროპაში 12 საკვალიფიკაციო ჯგუფი იქნება. ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო მეორეადგილოსნები და ერთა ლიგის 4 საუკეთესო ნაკრები (რომელთაც არ ექნებათ განაღდებული მუნდიალის საგზური) პლეი-ოფში (ერთმატჩიანი ნახევარფინალი, ერთმატჩიანი ფინალი) მსოფლიო პირველობის ბოლო 4 საგზურის მფლობელს გამოავლენენ.
A ლიგა
1 ჯგუფი: ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
2 ჯგუფი:იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
3 ჯგუფი:ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა
4 ჯგუფი: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი
B ლიგა
1 ჯგუფი: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
2 ჯგუფი: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
3 ჯგუფი: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
4 ჯგუფი:უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი
С ლიგა
1 ჯგუფი:შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
2 ჯგუფი: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი
3 ჯგუფი: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია, ბელარუსი
4 ჯგუფი; სომხეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია, ლატვია
D ლიგა
1 ჯგუფი: ლიეტუვა/გიბრალტარი, სან მარინო, ლიხტენშტაინი
2 ჯგუფი; მოლდოვა, მალტა, ანდორა

ლაშა თაბაგარი