კობოური “უიპეშტში” ითამაშებს

0
62

თბილისის “დინამოდან” კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა. მცველი დავით კობოური კარიერას უნგრეთის “უიპეშტში” გააგრძელებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“დავით კობოური კარიერას უნგრეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში უნგრეთის 20-გზის ჩემპიონი “უიპეშტი”, მეცხრე ადგილს იკავებს. კობოური “დინამოს” აღზრდილია და ჩვენი პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა.
“კობომ” “დინამოს” ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 12 საგოლე გადაცემა. იმავე პერიოდში მცველმა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზა.  კობოური “დინამო თბილისთან” ერთად 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა”.