იურგენ კლოპი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან“ წავა, მომავალ სეზონში სათავეში „ბარსელონას“ არ ჩაუდგება.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, გერმანელმა სპეციალიტმა „ბარსას“ გაწვრთნა გამორიცხა, რადგან ინგლისური კლუბის დატოვების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობიდან დასვენება სურს. მას ამაში ვერც „ბარსელონას“ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას სატელეფონო ზარი ან კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები გადაარწმუნებს.
კლოპმა „ლივერპულიდან“ წასვლის შესახებ 26 იანვარს განაცხადა, ხოლო ორ დღეში ხავიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ სეზონის დამთავრების მერე „ბარსელონას“ აღარ გაწვრთნიდა. აქედან გამომდინარე ინგლისურ და ესპანურ მედიაში კლოპის „ბარსელონას“თავკაცად შესაძლო დანიშვნა აქტიურად განიხილებოდა.
ლაშა თაბაგარი





