ეროვნული ლიგა პირველ მარტს დაიწყება და პირველი ტურის კალენდარიც ცნობილია, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ახალ სეზონს შავიზღვისპირული დერბი გახსნის. 2023 წლის გათამაშების ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ლიგა 2-ის გამარჯვებულს, ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.
2024 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩები სამ დღეზე გადანაწილდება და 3 მარტს დასრულდება.
1 მარტი
„დინამო“ (ბათუმი) – „კოლხეთი“ (ფოთი)
2 მარტი
„ტორპედო“(ქუთაისი) – „სამტრედია“
„საბურთალო“ – „თელავი“
3 მარტი
„დილა“ (გორი) – „გაგრა“
„დინამო” (თბილისი) – „სამგურალი“ (წყალტუბოს)





