საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ თავის მომავალთა დაკავშირებით ორაზროვანი პასუხი გასცა.
„მომავალში სად ვიქნები? კარიერის საკუთარი გზით გაგრძელებაზე ვფიქრობ“ – განაცხადა პარიზელთა კაპიტანმა gq.com/gqsports-თან ინტევრვიუში.
მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალი ხელეკრულები გაფორმება არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მადრიდის „რეალშ” გადასვლას გეგმავს.
მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





