ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს დორივალ ჟუნიორს მიაჩნია, ნეიმარი მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის შედის და მიუხედავადა იმისა, რომ წარულში მასთან კონფლიქტი მოუვიდა, ახლა არავითარი პრობლემა ურთიერთობაში არ აქვს.
2010 წელს ნეიმარი „სანტოსში“ თამაშობდა, რომელსააც დორივალ ჟუნიორი ავარჯიშებდა. მაშინ ნეიმარი იმის მოს გაბრაზდა, რომ პენალტი არ დაარტყმევინეს, რაც უხეში ფორმით გამოხატა. კლუბმა მოთამაშე დააჯარიმა, ხოლო დორივალ ჟუნიორმა მისი 15 დღით დისკვალიფიკაცია მოითხოვა. ნეიმარი გუნდს ერთი თამაშით ჩამოაშორეს და მერე ისევ დააბრუნეს, რაც დორივალს არ მოეწონა და ნეიმარი „კორინთიანსთან“ არ ათამაშა. ამის გამო დორივალ ჟუნიორი გუნდიდან დაითხოვეს.
„ნეიმართან პრობლემა არ მაქვს. მასშტაბები, რომელიც მაშინ ამ სიტუაციამ მიიღო არაპროპორციული იყო. ამ მატჩის შემდეგ ჩვენ ვიაუბრეთ. „ანტოსი“ ხელმძღვანელებმა გადაყვეტილება მიიღეს, რომელსაც პატივისცემით მოვეკიდე. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენი ყველა შეხვედრა პოზიტიური იყო. ფეხბურთი ძალიან დინამიური. სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა.
ბრაზილიამ ნეიმარის გარეშე თამაში უნდა ისწავლოს, რადგან ახლა ის ტრავმირებულია. თუმცა, ჩვენ მისი სახით მსოფლიოს სააუკეთესო სამი მოთამაშიდან ერთ-ერთი გვყავს. როდესაც გამოჯანმრთელდება მისი დიდი იმედი გვექნება“- იუწყება დორივალ ჟუნიორის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
დორივალ ჟუნიორმა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მისი დებიუტი მიმდინარე წლის მარტში ინგლისთან და ესპანეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში შედგება. შეგახენებთ, რომ ნეიმარი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო წელს კოპა ამერიკას გამოტოვებს.
ლაშა თაბაგარი





