მუსელიანი სამხრეთ კორეაში ითამაშებს

0
60

ზურაბ მუსელიანი, რომელმაც გასული სეზონი „გაგრაში“ გაატარა და 17 გოლით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი გახდა, კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს.
24 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი რანგით მეორე ლიგის „გიოენამთან“ გააფორმა, რომელიც შარშან მე-4 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფშიც ითამაშა, მაგრამ ფინალში მარცხის გამო ელიტაში ვერ აღზევდა.
მუსელიანმა განვლილი სეზონის ბოლო ტურში „შუქურას“ კარში 7 გოლი გაიტანა და ამის წყალობით გაუტოლდა თბილისის „დინამოს“ სერბ ექსფორვარდ ზორან მარუშიჩს და ბათუმის „დინამოს“ ყოფილ თავდამსხმელ ბრაზილიელ ჯოვანი ფლამარიონს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა – ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც „ულსანთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო და ბექა მიქელთაძე („გვანჯოუ“).
ლაშა თაბაგარი