პსჟ-ს ცენტრალური მცველი მილან შკრინიარი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. სლოვაკეთის ეროვნული გუნდის ცენტრალურმა მცველმა კოჭის სერიოზული ტრავმა საფრანგეთის სუპერთასზე „ტულუზასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. გამორიცხული არაა, მას ოპერაცია დასჭირდეს და ამიტომ, მკურნალობის ვადა კიდევ უფრო გაუხანგრძლივდეს, რის გამო, შესაძლოა ევრო 2024-იც გამოტოვოს.
შკრინიარი პსჟ-ს გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას მერე, რაც მილანის „ინტერთან“ კონტრაქტი ამოეწურა. მან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. სლოვაკმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





