ხავი: „სამწუხაროდ ჰოლანდის ან მბაპეს შეძენის საშუალება არ გვაქვს“

0
60

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ხავის თქმით, ამჟამად კლუბს ერლინგ ჰოლანდის ან კილიან მბაპეს შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
„ჰოლანდი ან მბაპე? ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჰოლანდი ან მბაპე ახლა „ბარსელონას“ შეუერთდებიან. სამწუხაროდ, ჩვენს თავს ასეთი მოთამაშეების შეძენის უფლებას ვერ მივცემთ.
მე კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებით რომლებიც მყავს. ჩვენს საუკეთესო დონეზე უნდა გავიდეთ, რადგან ამ კლუბში ყოველთვის უმაღლესი მოთხოვნაა“ – იუწყება ხავის ნათქვამს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ინსტაგრამის გვერდზე.
ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებული 18 ტურის მერე, „ბარსელონა“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 7 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი