გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიაან გუნდ ალმათის “ქაირათში” განაგრძობს. 26 წლის ნახევარმცველმა ყაზახებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ზარიამ გასული სეზონი ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, 2 მატჩი საქართველოს დავით ყიფიანის თასზე ჩაატარა, ხოლო ამდენოვე კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე. მან ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.
ზარია “ქაირათში” კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ მცველ ლუკა გადრანთან ერთდ ითამაშებს, რომელიც გუნდს სეზონის დასრულების მერე შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი





