კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულმა ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოდან“ განელი ნახევარმცველი ოსეი ბარნსი დაიმატა, ხოლო გორის „დილადან“ – ბრაზილიელი ნახევარმცველები ალეფ სანტოსი და ვანდერსონ სილვა, ასევე სენეგალელი ონორე გომისი. ეს ონფორმაცია ბათუმელთა პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადატურა. მისი თქმით, გუნდიდან 14 ფეხბურთელი წავიდა. ბათუმელები მომავალი სეზონის დაწყებამდე თურქეთში ორ შეკრებას გაივლიან.
ლაშა თაბაგარი





