კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ფოთის “კოლხეთმა” 6 ფეხბურთელი გაუშვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდთან ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ დემეტრე ციკოლიას, იაროსლავ შაპოვალოვს, ნიკა გაბელაიას, ივანე ფოცხვერიასა და ვალერი ოლხოვს.
რაც შეეხება მამია გავაშელიშვილს, იგი გუნდში იჯარის წესით ასპარეზობდა და თავის ამჟამინდელ გუნდს, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუბრუნდა. ფოთის „კოლხეთი“ მადლობას უხდის ყველა მათგანს გუნდში გაწეული სამუშაოსთვის და უსურვებს წინსვლასა და წარმატებას“.





