ნიკა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-19 ტურში „ლეხი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი გამოდის სტუმრად „რადომიაკს“ დაუზავდა – 2:2.
კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ჟოაო პეეირას პასის მერე, ახლო მანძილიდან მარცხენა ფეხით ერთი შეხებით გაიტანა. ის 68-ე წუთზე შეცვალეს. პოზნანელები თამაშსი 2:0 იგებდნენ, 64-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო შვედი ლეგიონერი კალსტრიომი გაუძევეს და დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვეს. მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა 79-ე წუთზე შეამცირეს, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ქულა გადარჩინეს. „ლეხმა“ წელიწადი 33 ქულით და 18-გუნდიან სატურინირო ცხრილში მე-3 ადგილით დაასრულა, პოლნეთის ექსტრაკლასა 2024 წლის 10 თებერვალს განახლდება.
ლაშა თაბაგარი





